0 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,წერილი სდებია ჯიბეში, როცა თოკზე იყო ჩამოკიდებული"- შილდაში დაღუპული გოგონას დედა საეჭვო გარემოებებზე საუბრობს

ჩამოტვირთვა

შილდაში ტრაგიკულად დაღუპული 24 წლის გოგონას დედას შვილის გარდაცვალების საეჭვო გარემოებებზე საუბრობს.

ნანა ოღლიშვილმა გადმოცემით იცის, რომ მისი გარდაცვლილი შვილის ტანსაცმლის ჯიბეში წერილი იდო, მაგრამ ამის დამტკიცება არ შეუძლია. დედისთვის ასევე ამოუხსნელია ეკას ბოლო სატელეფონო ზარი, რომლის დროსაც შვილი დედას შეხვედრას და დალაპარაკებას სთხოვდა.

ეკა ნაქევხრიშვილის დედა ექსპერტიზას ელოდება. დარწმუნებულია, რომ მის შვილს თავი არ მოუკლავს. მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ სოფელშიც.

24 წლის გოგო, რომელიც საკუთარი სახლის საქონლის სადგომში ჩამომხრჩვალი იპოვეს, სავარაუდოდ, მოკლულია. გოგონას ცხედარს წამების კვალი აღენიშნებოდა. შემთხვევა სოფელ შილდაში მოხდა.

გარდაცვლილი ეკა ნაქევხრიშვილის მეუღლე ვარაუდობს, რომ მის ცოლზე სამმა კაცმა იძალადა და შემდეგ სუიციდის ინსცენირება მოაწყო. მოძალადეებს შორის კი რამინ გურასპიშვილის თქმით, მისი ძმაც იყო.

ეკა ნაქევხრიშვილის მკვლელობაში გურამ გურასპიშვილის შესაძლო მონაწილეობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც გარდაცვლილის მაზლმა თვითმკვლელობა სცადა. გამოძიება ამ დრომდე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები