მსოფლიო
გოგი წულაიამ პოლიტიკიდან წასვლა გადაიფიქრა
2017-10-23 15:14:55
პარტია “თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ პოლიტიკიდან წასვლა გადაიფიქრა და ამასთან დაკავირებით, სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:
„დღეს უკვე გამოვედი სტრესული მდგომარეობიდან, გულგატეხილობიდან და უკან მიმაქვს ჩემი განცხადება ტაიმაუტის აღების შესახებ (რაც ნიშნავდა ჩემს დამარცხებასთან შეგუებას).ხვალიდან ვაგრძელებ აქტიურ ბრძოლას. ადგილობრივ ხელისუფლებას კვლავ "გავაბედნიერებ!“,-წერს გოგი წულაია.
შეგახსენებთ, ცენტრალური სარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ქუთაისის მერობის არჩევნებში გიორგი წულაიამ ხმათა 7,6% მიიღო.
კომენტარები