1 6 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მამაკაცმა, რომელმაც ლას ვეგასში ხალხს ცეცხლი გაუხსნა, სავარაუდოდ თავი მოიკლა

მამაკაცმა, რომელმაც ლას ვეგასში მუსიკალურ ფესტივალზე შეკრებილ ხალხს ცეცხლი გაუხსნა, სავარაუდოდ თავი მოიკლა. ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში შერიფის მოადგლემმაკმაჰილმა განაცხადა. 

მისი თქმით, თავდამსხმელმა პოლიციის მიერ მისი ოთახის შტურმის დროს მოიკლა თავი. 64 წლის სტეფენ პედოკიქმედებების მოტივი ჯერ უცნობია. 

პოლიციის მონაცემებით, მას წარსულში დანაშაული არ ჩაუდენია. სასტუმროს ნომერში, სადაც თავდამსხმელი იმყოფებოდა, რვა ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. ჩხრეკა მიმდინარეობს პედოკის საცხვრებელ სახლშიც, რომელიც ნევადის შტატის ქალაქ მესკიტში მდებარეობს.

გამომძიებლების ინფორმაციით, მამაკაცი მარტო მოქმედებდა. ქალი, რომელზეც თავდაპირველად ძებნა გამოცხადდა, პოლიციის ინტერესს აღარ წარმოადგენს.

ბოლო მონაცემებით, ლას ვეგასში სროლის შედეგად დაიღუპა 50 და დაშავდა 400-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები