კრიმინალი
თბილისის ცენტრში დაჭრილი ახალგაზრდები - ერთ-ერთის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა
2017-09-25 10:45:18
ჩამოტვირთვა
დაჭრა თბილისის ცენტრში. გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე რესტორან "მარკო პოლოსთან" 4 ახალგაზრდა დაჭრეს. ერთ-ერთის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ორ დაშავებულს ქირურგიული ოპერაცია გვიან ღამითვე ჩაუტარდა.
ამ დრომდე უცნობია მომხდარის სხვა დეტალები, თუმცა დანაშაული სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ- კრიმინალისტები და გამომძიებლები მუშაობდნენ.
მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. დაკავებული არავინაა.
კომენტარები