0 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-მ „რუსთავი-2“-ის ვებ-გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტი გახსნა

ჩამოტვირთვა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ მიმდინარე წლის 19 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ვებ-გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა გამოავლინეს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ვებ-გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ჩამდენი პირი - თეთრიწყაროს რაიონში მცხოვრები, 1999 წელს დაბადებული ე.მ.

პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ვადით ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთას).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები