1 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"პუტინი საკუთარი სამშობლოს მარცხით გაბრაზებული, ყოფილი აგენტი, შურისძიებას გეგმავს"- მორგან ფრიმენი ტრამპს ვიდეომიმართვას უგზავნის

  ამერიკელი მსახიობი მორგან ფრიმენი აშშ-ს პრეზიდენტს  ვიდეომიმართვას უგზავნის.  ის მოუწოდებს  ლიდერებს დაიცვან დემოკრატია მსოფლიოში. კინოვარსკვლავი ვიდეომიმართვაში დონალდ ტრამპს სთხოვს აღიაროს, რომ რუსეთის 2016 წლის არჩევნებში ჩაერია.

“წარმოიდგინეთ ასეთი კინოსცენარი: საკუთარი სამშობლოს მარცხით გაბრაზებული, ყოფილი აგენტი, შურისძიებას გეგმავს. სარგებლობს შექმნილი ქაოსით და პოსტსაბჭოთა რუსეთში პრეზიდენტი ხდება. ამყარებს ავტორიტარულ რეჟიმს. შემდეგ კი მთავარ მტერს აშშ-ს ამოიღებს სამიზნეში.

 როგორც KGB-ს ჭეშმარიტი აგენტი ის იყენებს კიბერიარაღს მსოფლიოში დემოკრატიებზე თავდასხმისთვის. იყენებს სოციალურ ქსელებს პროპაგანდის გავრცელებისთვის, ცდილობს დემოკრატიული საზოგადოების წევრებს მედია საშუალებებისადმი ნდობა დააკარგვინოს. საბოლოოდ ის გაიმარჯვებს. ეს ჯაშუში - ვლადიმირ პუტინია და ეს კინოსცენარი არ არის", - ამბობს მორგან ფრიმენი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები