მსოფლიო
მექსიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 226-მდე გაიზარდა
2017-09-20 10:40:39
მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსასთან გუშინ ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7,1 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ქალაქიდან 49 კილომეტრში დაფიქსირდა, ხოლო სიღრმემ 60 კილომეტრი შეადგინა.
ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 226-ს აღწევს. ამის შესახებ მექსიკის ეროვნული ავარიულ-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა ლუის ფელიპე პუენტემ განაცხადა.
საქართველოს საკონსულოში სტიქიური უბედურების შემდეგ ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომელზე დარეკვაც, საჭიროების შემთხვევაში მექსიკაში მყოფ ქართველებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.
კომენტარები