კრიმინალი
ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით მარნეულში ერთი პირი დააკავეს
2017-09-18 10:42:00
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ა.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღანლოში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 7,13 გრამი ჰეროინის შემცველი 52,82 გრამი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ა.მ. დაკავებისას ოპიუმის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
კომენტარები