მსოფლიო
"მეც დაახლოებით იგივეს ვფიქრობ იმედზე და საზმაუზე" - ნიკა გვარამია
2017-09-10 23:44:54
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პირველი არხისა და "იმედის" ჟურნალისტების მიმართ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
"პირველი: მეც დაახლოებით იგივეს ვფიქრობ იმედზე და საზმაუზე, მაგრამ ვპასუხობ ყველა მათ შეკითხვას. სხვასაც იგივეს ვურჩევ, განსაკუთრებით, მეგობრებს.
მეორე: ვისაც პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მიმდინარე მოვლენებში უმთავრესი სააკაშვილ-კვატაშიძის გაბაასება გონია და მარტო ამაზე აკომენტარებს, ან ლოგიკა-აზროვნების და ადეკვატურობის პრობელმა აქვს, ან იგივე ამოცანა აქვს, რაც ტვ იმედს და მის პატრონს", - წერს ნიკა გვარამია.
კომენტარები