კრიმინალი
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
2017-09-08 11:46:14
ჩამოტვირთვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქალაქ ზესტაფონში, ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურში, ვალუტის გადაცვლისას - 2 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურა გაასაღა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
კომენტარები