0 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რას ყვება ქვემო ქართლში მომხდარი სექსუალური ძალადობის მთავარი მოწმე

ჩამოტვირთვა

ქვემო ქართლში 42 წლის მამაკაცი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლის, საქმის ერთ-ერთი მთავრი მოწმე შახმირ ისმაილოვი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში ცხოვრობს აცხადებს, რომ საღამოს 07:00 საათზე, როდესაც სახლში დაბრუნდა, ტერიტორიაზე ხალხმრავლობა შენიშნა, დაინტერესდდა თუ რა ხდებოდა და ადგილზე მისული უშუალოდ ძალადობის ფაქტს შეესწრო. მისივე თქმით, ძალადობის ფაქტს ესწრებოდა დაახლოებით 200 ადგილობრივი, თუმცა არცერთი მათგანი მათ გაშველებას არ ცდილობდა. შახმირ ისმაილოვი გამოძიებამ გუშინ დაკითხა და გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

“სოფლის ხალხი, იყო ყველა უყურებდა. პოლიციამ არავის არ დაუძახა, მარტო მე დავუძახე. 200 კაცამდე იყო და არცერთმა არ დარეკა პოლიციაში,“ - განაცხადა შახმირ ისმაილოვმა.

შეგახსენებთ, რომ საზარელი შემთხვევა ქვემო ქართლში გუშინ მოხდა. 42 წლის მამაკაცი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. 15-მდე ადამიანმა ის ჯერ სცემა, შემდეგ კი გააუპატიურა. მოძალადეებმა ყველაფერი ტელეფონით გადაიღეს და შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელეს. გაუპატიურების ფაქტი სოფელ ყარაჯალაში დღისით, უამრავი თვითმხილველის თვალწინ მოხდა, მათ შორის ერთ-ერთი ვერსიით, ძალადობის სცენას ესწრებოდნენ და მობილურით იღებდნენ არასრულწლოვანი ბავშვები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები