მსოფლიო
ამერიკის ერთ-ერთმა შტატმა 4 აგვისტო ბარაკ ობამას დღედ გამოაცხადა
2017-08-07 18:03:06
შტატ ილინოისის მოსახლეობა 2018 წლის 4 აგვისტოს ბარაკ ობამას დღეობას აღნიშნავს, ვინაიდან სწორედ 4 აგვისტოს აქვს ყოფილ პრეზიდენტს დაბადების დღე. ინფორმაციას NBC Chicago ავრცელებს.
შესაბამისს განკარგულებას ხელი შტატ ილინოისის გუბერნატორმა ბრიუს რაუნერმა მოაწერა. გუბერნატორის თქმით, 4 აგვისტო დასვენების დღე არ იქნება, თუმცა დღესასწაული მაინც გაიმართება ხოლმე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის რიგით 44-ე პრეზიდენტ ბარაკ ობამას 4 აგვისტოს 56 წელი შეუსრულდა.
კომენტარები