მსოფლიო
რიანას მილიონერი ბოიფრენდი არაბი ბიზნესმენი და სიმპატიური მემკვიდრეა
2017-06-30 16:29:35
29 წლის მომღერალი რიანა მილიონერ არაბ ბიზნესმენზეა შეყარებული. ამის შესახებ პოპ ვარსკვლავმა მეგობრებს უკვე გაუმხილა.
წყვილი პაპარაცებმა ესპანეთში დააფიქსირეს.
უცნობია როდიდან დაიწყო წყვილმა ურთიერთობა, თუმცა როგორც რიანას მეგობრები dailymail-თან საუბარში ყვებიან, მათ ძალიან სერიოზული ურთიერთობა აკავშირებთ.
ცნობისთვის, რიანას ახალი რჩეული, 29 წლის ჰასან ჯამელი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპნიის Abdul Latif Jameel Domestic-ის ვიცე თავმჯდომარეა. სწორედ ეს კომპანია ფლობს საუდის არაბეთში Toyota-ს ფირმის მანქანების გაყიდვის უფლებას. კომპანია სავარაუდოდ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების არის, რომლის მემკვიდრედაც სწორედ ჰასანი სახელდება. 2016 წლის მონაცემებით, ფორბსმა ჯამელების ოჯახი შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ოჯახად დაასახელა. ისინი ჩამონათვალში მე-12-ე ადგილს იკავებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჰასანს სუპერმოდელ ნაომი ქემბელთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა. პაპარაცებმა ისინი 2016 წელის ზაფხულში, ლონდონში, ერთ-ერთ ფესტივალზე ერთად გამოიჭირეს.
კომენტარები