მსოფლიო
გიორგი ბადაშვილი მთავარი პროკურორის მოადგილედ დაინიშნა
2017-06-07 12:45:11
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ბადაშვილი დაინიშნა.
მთავარი პროკურორის მოადგილის დანიშვნის ბრძანებას ხელი დღეს მოეწერა.
გიორგი ბადაშვილი 2015-დან 2017-მდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა. ბადაშვილმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.
საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელობამდე კი (2014 წლის 21 იანვრიდან - 2015 წლის 2 დეკემბრამდე), მას ქვეყნის მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა.
კომენტარები