მსოფლიო
რატომ შეხვდა მელანია ტრამპი პაპს თავსაბურავით, ხოლო საუდის არაბეთის მეფეს თავსაბურავის გარეშე
2017-05-26 14:03:04
ოთხშაბათს, პაპათან შეხვედრისას, მელანია ტრამპი თავსაბურავით გამოჩნდა, მაგრამ იგივე არ გააკეთა რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთის მეფესთან ვიზიტის დროს. ეს ქვეყანა კი რელიგიური კონსერვატიზმით გამოირჩევა, სადაც ყველა ქალი შემოსილი უნდა იყოს თავიდან ფეხებამდე.
რატომ მოიქცა ასე ამერიკის პირველი ლედი? პასუხი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე: პერსონალური უპირატესობა, დიპლომატიური პროტოკოლი და რელიგიური დიქტატი.
სტეფანია გრიშამი, რომელიც პირველი ლედის პრესსპიკერია, აცხადებს, რომ პაპთან შავი არშიანი თავსაბურავი, ასევე შავი გრძელმკლავიანი სამოსი არის ქალებისთვის განკუთვნილი ვატიკანის პროტოკოლის მიხედვით. საუდის არაბეთში მთავრობას არ მოუთხოვია მელანიასთვის თავსაბურავი დაფარება.
ვატიკანის წესები ტანისამოსთან დაკავშირებით მკაცრად იძულებითი არაა. ბევრი ქალი, მიუხედავად მაღალია რანგისა, რომის პაპს თავსაბურავის გარეშე ესტუმრა, მათ შორის, გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი. უმრავლესობა ქალებისა კი თავსაბურავს პატივისცემის ნიშნად ატარებდა.
მელანია ტრამპი კათოლიკეა. ამასთან ერთად, პაპთან შეხვედრისას, ის თან ახლდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. პაპი წინამძღოლია კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდი კათოლიკესათვის.
ოფიციალურმა ვატიკანმა პირველ ლედის კრიალოსანი გადასცა. მან კრილაოსანი მაშინვე პაპას გაუწოდა კურთხევისთვის. მელანია შეჩერდა მადონას ქანდაკებასთან ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოში და ის ყვავილებით შეამკო. პირველმა ლედიმ აგრეთვე ილოცა საავადმყოფოს სამლოცველოშიც.
ყველა ქალს აშშ-ს დელეგაციაში თავსაბურავი ეფარა, მათ შორის, ივანკა ტრამპს, პრეზიდენტის ქალიშვილს, რომელიც ქორწინებამდე იუდეველი გახდა.
საუდის არაბეთში, ელ-რიადში ვიზიტის დროს პირველ ლედის კონსერვატიულად ეცვა. მას ემოსა გრძელმკლავიანი და ყელამდე შეკრული შავი ტანსაცმელი, რომელიც იმიტირება იყო თავისუფალი, შავი მანტიის. მისი ჩაცმულობა ორი დღის განმავლობაში შეესაბამებოდა პროტოკოლს:მოკრძალებული, გრძელმკლავიანი, ყელამდე შეკრული და გრძელი კაბები.ივანკა ტრამპიც მოკრძალებულად იმოსებოდა, თუმცა თავსაბურავზე მანაც უარი თქვა.
კომენტარები