მსოფლიო
ატირებული არიანა გრანდეს ფოტოები - ამერიკელი მომღერალი მანჩესტერის ტრაგედიის შემდეგ მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა
2017-05-24 17:16:22
ჩამოტვირთვა
Daily mail-ი არიანა გრანდეს პირველ ექსკლუზიურ ფოტოებს აქვეყნებს. ამერიკელი მომღერალი მანჩესტერის ტრაგედიის შემდეგ მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა.
23 წლის მომღერალი სამშობლოში, დედასთან ერთად, კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა. არიანას ტრაპთან ბოიფრენდი ელოდებოდა, რომელსაც ემოციური მომღერალი ჩამოსვლისთანავე ჩაეხუტა. ფოტოებზე ჩანს მომღერლის ცრემლიანი თვალები. მას მთლიანად შავები აცვია.
მომღერალი მომხდარ ფაქტს უკვე გამოეხმაურა Twitter-ის საკუთარ გვერდზე:’’გულგატეხილი ვარ. ძალიან ვწუხვარ. სიტყვები არ მყოფნის’’.
ამ სიტყვების შემდეგ არიანას ფანები ამხნევებენ: არიანა ეს შენი ბრალია არაა. #ThIsisNotYourFoultAriana-სწორედ ამ სიტყვებით ეხმაურება გულშემატკივარი მომხდარ ფაქტს.თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს კიმ კარდაშიანიც და არიანა გრანდეს ამ სიტყვებით ამხნევებს:’’კონცერტი არის ადგილი, სადაც უნდა გაერთო. ძალიან საშიშია, როცა უსაფრთხოდ არ გრძნობ თავს. არიანა გრანდე, მე შენ მიყვარხარ."
კომენტარები