0 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბოლნისში სავარაუდოდ 28 წლის მამაკაცმა 23 წლის მეუღლე მოკლა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისში მკვლელობა მოხდა. შემთხვევა წუხელ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცმა მეუღლე, 23 წლამდე ქალი ცივი იარაღით, სავარაუდოდ, დანით მოკლა. 

ადგილობრივების განცხადებით, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა.

გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი ბავში დარჩა.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლითაა აღძრული, რას განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები