სოც. მედია
გოგონა რომელიც სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა სავარაუდოდ "სელფს" იღებდა
2017-04-24 12:27:05
საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდნილი, 13 წლის გოგო, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა,სავარაუდოდ სახურავზე ფოტოების გადასაღებად იყო ასული. ინფორმაციას დაღუპულის მეზობლები ავრცელებენ, მათი თქმით, კორპუსის სახურავზე ასვლა ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომია, ამიტომ გოგოები კორპუსის სახურავზე ფოტოების გადასაღებად ხშირად ადიოდნენ.
უბედური შემთხვევა 23 აპრილს ვაზისუბანში მოხდა. ასევე განიხილება შემთხვევის სხვა ვერსიებიც.
კომენტარები