0 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დავით ნარმანია დიდუბის ბაზრის მოვაჭრეებს პასუხობს

თბილისის მერიასთან დიდუბის ბაზრის მოვაჭრეების მიერ გამართულ აქციას დავით ნარმანია გამოეხმაურა. დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ვაჭრობა ლეგალიზებული უნდა იყოს და დიდუბის ტერიტორიაზე ვაჭრობა სურსათის უვნებლობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესებში უნდა მოექცეს.

„რაც შეეხება კონკრეტულად ჭიშკრის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხს, ეს ორ კომპანიას შორის მიმდინარე დავაა. თბილისის მერია ჩართულია ამ საკითხებში, თუმცა აღსრულების ნაწილი როგორც არის დადგენილი წესის და ნორმების მიხედვით უნდა მოხდეს აღსრულება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიასთან შეკრებილი დიდუბის ბაზრის მოვაჭრეები მერიის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, რამდენიმე თვის წინ თბილისის მერი მათ კედლის დემონტაჟს დაჰპირდა, გამოიცა შესაბამისი განკარგულებაც, თუმცა მერიის თანამშრომლებს დემონტაჟი ამ დრომდე არ განუხორციელებიათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები