მსოფლიო
"ბოლო ერთი კვირაა მისი საყვარელი საქმის გადასარჩენად იბრძვის." მაია ასათიანის დედა სულისშემძვრელ მიმართვას ავრცელებს
2017-04-02 23:07:24
ტელეწამყვან მაია ასათიანის დედა, ნინო კალანდარიშვილი ავრცელებს განცხადებას საკუთარი “ფეისბუქის” გვერდზე და გულისტკივილს გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანია “მარაო”, როგორც მისი შვილის ერთ-ერთი საყვარელი საქმე, აღარ არსებობს. მოგეხსენებათ, არხზე რეორგანიზაცია გამოცხადდა და ყველა გადაცემა დაიხურა.
გთავაზობთ პოსტს, რომელიც ნინო კალანდარიშვილმა დაწერა.
“ამ სივრცეში პირველად ვწერ. მე მაია ასათიანი დედა ვარ. 3 კვირის წინ, როცა ის სამსახურში დაბრუნდა, იმედი გამიჩნდა, რომ ცხოვრებისკენ მოტრიალებას შეძლებდა. ბოლო ერთი კვირაა მისი საყვარელი საქმის გადასარჩენად იბრძვის. ორი დღის წინ მისი “მარაო” დახურეს! საქმე მისი ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი იყო. ახლა ეს საყრდენიც გამოაცალეს. ჩემი შვილის შემყურე სულ ამას ვეკითხები ჩემს თავს: კიდევ რამდენის გაძლებას შეძლებს. ხვალ ნუცას ორმოცია.
კომენტარები