მსოფლიო
საქორწინო ტორტის ნაცვლად საქორწინო პიცა - წყვილი, რომელმაც უცნაური არჩევანით მსოფლიო აალაპარაკა
2017-03-31 16:01:13
როცა ჯესი მელარა და ტონი სანჩესი ქორწილს გეგმავდნენ, გადაწყვიტეს, რომ ტრადიციული თეთრი საქორწინო ტორტის ნაცვლად, პიცა შეეთავაზებინათ სტუმრებისათვის.
"მე და ტონის პიცა გვიყვარს და ტორტის დიდი მოყვარულები არ ვართ, ამიტომ სიურპრიზი მოვუწყეთ ჩვენს სტუმრებს და ტორტის ნაცვლად პიცა შევთავაზეთ."
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ წყვილმა ყველა ტრადიცია დაარღვია, ერთად ვერც ტორტი დაჭრა და ვერც ტორტის ნაჭრები გაცვალა, ძალიან ცდებით. ფოტოებიდან ჩანს, რომ მათ იგივე ცერემონია პიცის შემთხვევაშიც გაიმეორეს.ეს სასაცილო ყუთები კი იმისთვის გამოიყენეს, რომ პიცის ნაჭრებით გამასპინძლებოდნენ სტუმრებს.
კომენტარები