1 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

თავისუფალი ურთიერთობა უფრო მაღალი ხარისხის კმაყოფილებას იწვევს და ამასთან, მინიმალურია ეჭვიანობა

  მონოგამიური ურთიერთობები აღიქმება, როგორც ბევრი მოვალეობა, ვალდებულება, სიყვარული და ნდობა, მაგრამ ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ყველაფერი თავისუფალ ურთიერთობებში, უფრო აბედნიერებს ადამიანებს, ვიდრე მოვალეობებით დატვირთულ, მონოგამიურ ურთიერთობაში.

  მეცნიერები ამბობენ, რომ  სტიგმის მიუხედავად, დაუგეგმავი და თავისუფალი ურთიერთობაში იწვევს უფრო მაღალი ხარისხის კმაყოფილებასა და ნდობას, და ამასთან, მინიმალურია ეჭვიანობა.

  კვლევა მიჩიგანის უნივერსიტეტმა ჩაატარა.მათ შეადარეს ურთიერთობის ორი განსხვავებული ტიპი. კვლევაში 25 წელზე მეტი ასაკის ადამიანები მონაწილეობდნენ.

  სულ კვლევაში 2 100 ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული. აქედან 1500-ს ჰქონდა მონოგამიური ურთიერთობა, ხოლო 600-ს თავისუფალი ურთიერთობები.ეს ჯგუფი აფასებდა ურთიერთობის კომპონენტებს:ვალდებულებას, მოვალეობას, სიმართლეს, ეჭვიანობას და ვნებიან სიყვარულს, რომელიც თან ახლავს ახალი ურთიერთობის დაწყებას.

  მკვლევრებმა დაადგინეს, რომ განსხვავება არაა მონოგამიური და თავისუფალი ურთიერთობების დროს ვალდებულების გრძნობასა და ვნებიან სიყვარულში. მიუხედავად ამისა, ეჭვიანობის მაჩვენებელი დაბალია, ხოლო ნდობის - მაღალი თავისუფალ ურთიერთობებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები