სოც. მედია
ირაკლი გაფრინდაშვილი როსტოსთან ბოლო მიმოწერას ასაჯაროვებს - ნახეთ, რას განიცდიდა ყველაზე სიმპატიური წყალბურთელი
2017-03-23 18:20:45
ირაკლი გაფრინდაშვილი როსტოსთან ბოლო მიმოწერას აქვეყნებს. როგორც ჩანს, როსტომ წინასწარ იცოდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ მოსამართლეები. როგორც გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ისინი 4GB - ის sms ის შესახებ საუბრობდნენ: "3 დღის წინ 4GB - ის sms მომივიდა , სქრინი დავდე მიხარიათქო .
გული მიჩერდება ისე მენანება ორივე :(("
შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს 8 წლით, ხოლო მსახიობ ლაშა კურტანიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც მოსამართლემ საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.ბრალდებულები ამ დრომდე გირაოს სანაცვლოდ იყვნენ გათავისუფლებულნი. როსტოშვილი და კურტანიძე 2016 წლის 6 მაისს დააკავეს. დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლით აღიძრა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
კომენტარები