1 8 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტერაქტს ლონდონში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც

ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, დაშავებულია 40 ადამიანი.

ქალაქში უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციის გაძლიერებული კორდონი იცავს პარლამენტს და ბუკინგემის სასახლეს.

ვრცელდება პირველი კადრები, რომლებიც ხიდზე თავდასხმის მომენტს და შემდეგ ხალხის პანიკას ასახავს.

პრემიერმა ტერეზა მეიმ მთავრობის საგანგებო შეკრება გამართა, შემდეგ კი ქვეყანას მიმართა. მისი თქმით, სიძულვილისა და ბოროტების საშუალებით ბრიტანეთს ვერავინ აიძულებს უკან დახევას.

“ამ თავდასხმის ადგილი შემთხვევითი არ იყო. ტერორისტმა სცადა იერიში მიეტანა ჩვენი დედაქალაქის გულზე, სადაც ყველა ეროვნებისა და რელიგიის ადამიანი იყრის თავს რათა იზეიმოს თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებები. ვესტმინსტერი უძველესი პარლამენტის ადგილსამყოფელია. ყველა მცდელობა რომ ეს ღირებულებები ძალადობის გზით გაანადგურონ, განწირულია წარუმატებლობისთვის,”-განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ.

პარლამენტი, რომელიც გუშინ მთელი ღამე დახურული იყო, ჩვეულ მუშაობას დღეს დილიდან შეუდგება.

„თავდამსხმელის ვინაობაზე კომენტარს ამ ეტაპზე არ გავაკეთებთ, თუმცა ჩვენი დასკვნით ის შთაგონებული იყო საერთაშორისო ტერორიზმით. ბოლო მონაცემებით დაშავებულთა რაოდენობა 40-ს აღწევს, მათ შორის ზოგის მდგომარეობა სერიოზულია. გამოძიების პროცესში ასობით ოფიცერია ჩართული და ისინი ადგენენ ეჭვმიტანილის მოტივსა და კავშირებს,“-აცხადებს კონტრტერორისტული განყოფილების ხელმძღვანელი მარკ როული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები