"საუკეთესო ფერი ისაა, რომელიც შენ გიხდება“-და მაინც, რატომ გადაწყვიტა შანელმა ყველა ქალი შავ სამოსში გამოეწყო? ..
2017-02-22 15:51:53
სუზი მკრტიჩიანი
"საუკეთესო ფერი ისაა, რომელიც შენ გიხდება“ , “მოდაგადადის, სტილირჩება.” – თითქმის ერთი საუკუნის წინ კოკო შანელის მიერ ნათქვამი ეს ფრაზები დღემდე აქტუალურია. ეს იყო ქალი , რომელმაც მოდის ინდუსტრიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა . მხოლოდ ერთი სიტყვა - Chanel უკვე ასოცირდება ფუფუნებასთან, ელეგანტურობასთან და მოდასთან . სწორედ მისი წყალობით, ათასობით ქალი მიხვდა უბრალო, შავი კაბის ფასს, ისწავლეს ბრილიანტების ტარება უბრალო სამკაულთან ერთად, კოკო იყო ქალი, რომელმაც გარისკა და თმა მოკლედ (თითქმის ბიჭურად) შეიჭრა . ყველაფერი ეს კი იმ ეპოქაში, რომელშიც შანელი ცხოვრობდა, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო..
ერთი სიტყვით, კოკომ მოაწყო რევოლუცია და გაიმარჯვა კიდეც, ეს იყო გამარჯვება , რომელიც უკვე საუკუნეებს ითვლის.
1883 წლის 19 აგვისტოს დაბადებულმა რევოლუციური სულის მქონე კოკო შანელმა გადაწყვიტა, რომ იმდროინდელი ქალის ტანისამოსი მოუხერხებელი და არაკომფორტული იყო სატარებლად, რის გამოც საკუთარი ატელიე შექმნა. ასე წარმოიშვა მოკლე შავი კაბა, ქალის შარვალი, ჯაჭვის სახელურიანი ჩანთა, პატარა ქუდები, დიდი სათვალე, აქტუალური გახდა გარუჯული კანით სიარული. მარგალიტმა და ბიჟუტერიამ კი უფრო დიდი დატვირთვა მიიღო ქალის ყოველდღიურობაში.
სხვათა შორის, მისი შთაგონებისშესახებ ბევრს ჭორაობდნენ. ამბობდნენ, რომ კოკო შანელი გარდაცვლილი საყვარლის გამო დარდობდა, მაგრამ ძაძების ჩაცმა არ შეეძლო, რადგან მასთანოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა. ფიქრობდნენ, რომ სწორედ ამიტომ გადაწყვიტა შანელმა ყველა ქალი შავ სამოსში გამოეწყო.
წარმატებული პირადი კარიერით თუ წარუმატებელი პირად ცხოვრებით შანელი იყო ქალი რომელიც ნამდვილ ლეგენდად იქცა.. ცოტას არ ნიშნავს როდესაც ადამიანზე წერენ ბიოგრაფიულ წიგნს, იღებენ ფილმს, მისი გარდაცვალებიდან ამდენი ხნის შემდეგაც წერენ ჟურნალებში და ავრცელებენ ჭორებს. დღემდე მოდურია მისი შექმნილის ტარება... ფრანგული მოდის ლეგენდა, მსოფლიო ლეგენდად იქცა...
38 წლის კაცი, რომში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აივნიდან შევიდა, თუმცა მისი ყურადღება ჯოვანი ნუჩის წიგნმა მიიპყრო. სანამ დამნაშავე წიგნს კითხულობდა, სახლის მეპატრონემ გაიღვიძა და პოლიცია გამოიძახა. კა...
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობ...
აშშ მზადაა ისტორიის ახალი თავისთვის პრეზიდენტ კამალა ჰარისის სახით, აშშ მზადაა პრეზიდენტ ჰარისისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობი...
“ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების დაჩქარება აუცილებელია. ომს შვებულება არ აქვს. საჭიროა დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფ...
უკრაინული და რუსული მედიების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე კიდევ ერთი, რიგით მესამე ხიდი გაანადგურეს. ინფორმაცია ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ ა...
აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო ...
რუსეთის პრიმორიეს მხარეში ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშე 1,8 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. შორეული აღმოსავლეთის ქსელის სადისტ...
კომენტარები