კრიმინალი
მოქალაქეებისთვის მიცემული შენიშვნის გამო საბურთალოზე პოლიციელი დაჭრეს
2017-01-12 10:47:24
ჩამოტვირთვა
თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე დაჭრილი პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ რეპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განაცხადეს.
მათი ცნობით, პოლიციელს სააავადმყოფოში შეყვანისას დაზიანებები აღენიშნებოდა, რომლებიც დამუშავდა და ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
არსებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი საბურთალოს ქუჩაზე ფეხით გადაადგილდებოდა, როდესაც დაინახა სამი მოქალაქე, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. პოლიციელმა მათ კანონის შესაბამისი მოქმედებებისკენ მოუწოდა, რამაც აღნიშნულ მოქალაქეებში აგრესია გამოიწვია. მათ პოლიციის თანამშრომელს დანით ჭრილობები მიაყენეს.
დაჭრილი პოლიციელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში წუხელვე გადაიყვანეს.
კომენტარები