სოც. მედია
,,9 კილო მოვიმატე"- ნანუკა ჟორჟოლიანი ისევ გასუქდა
2016-12-05 13:49:48
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში "სტატუსს" აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"უსიგარეტობის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ უნდა მოგიყვეთ. უარყოფითით ვიწყებ.
9 კილო მოვიმატე. სამი თვე ფაქტიურად შეუძლებელი იყო მადის კონტროლი. თუ ძალიან მშიერი ვიყავი, ადამიანების ჭამაზეც გადავდიოდი. :D
სამაგიეროდ უკვე დავიწყე კლება და ახალ წლამდე მომატებულ წონას საბოლოოდ დავემშვიდობები.
უსიგარეტობამ შემაძლებინა ვარჯიში. (ცხოვრებაში პირველად სხვათაშორის) ეს ორი ერთად კი ცხონებაა ორგანიზმისთვის.იმდენი ენერგია მაქვს სად წავიღო არ ვიცი. :D
კარგად ვსუნთქავ. ნიკოტინი რომ აღარ გროვდება ფილტვებში, დილით უხერხული ხველება აღარ მაწუხებს.
მომიწესრიგდა ძილი.
დამიბრუნდა გემო, რომელიც აღარც კი მახსოვს როდის დამეკარგა:)
ამბობენ, რომ 6 თვეში კანზეც ვიგრძნობ.
მიუხედავად იმისა რომ სიგარეტის სუნი უკვე მეც ძალიან მაწუხებს, არასწორია მოწევის აკრძალვა კაფეებში და რესტორნებში. ჩემი უფლებების დაცვით, სხვისის დარღვევა სიგარეტის მოწევაზე ნაკლები მავნებლობა არ მგონია:)
P.s. არ შეგაშინოთ წონის მომატებამ. როგორც კი თქვენი ორგანიზმი შოკიდან გამოვა და ჯანსაღ გარემოს აღიქვამს, წონაც იწყებს დარეგულირებას. ამიტომ თამამად დაანებეთ სიგარეტს თავი.
აბა თქვენ იცით. წარმატებები და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას"-
კომენტარები