სოც. მედია
რა სურპრიზი მოუწყო ნათია ფანჯიკიძეს დაბადების დღეზე ირაკლი ალასანიამ?
2016-10-18 17:36:26
ნათია ფანჯიკიძე იუბილარია, 45 წლის გახდა და საკუთარი დაბადების დღე ერთ-ერთ რესტორანში, მეგობრებთან ერთად აღნიშნა და საკუთარი ემოციები „ფეისბუქის“ მეგობრებსაც გააცნო.
„დავიბადე!!! ორმოცდამეხუთეჯერ და ჩვეული ენთუზიაზმით!!!
მალადეც შენ, ასე რომ გიხარიაო, ღმერთმა და შვილიშვილი მაჩუქა!!! არჩევნებშიგავიმარჯვე, – ირაკლი მოვიგე!!! ჩემი ბაღი ყვავის და ჩემი მეგობრები ჩემთან არიან.
მეტი რა ვქნა ერთ შემოდგომაზე, ერთმა ჩიტოსანმა ქალმა?“-დაწერა ნათია ფანჯიკიძემ სოციალურ ქსელში.
ირაკლი ალასანიამ მეუღლეს დაბადების დღეზე, რესტორანში მიაკითხა და ულამაზესი ვარდები აჩუქა.
კომენტარები