1 1 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ამ დროის მონაცემებით პარლამენტში სამი პარტია შედის

ცესკოს მონაცემებით, 3 699 უბანი დაითვალა, რაც საერთო რაოდენობის 99,92%-ია. დასათვლელი მხოლოდ 3 უბანიღა რჩება.  

ახალი მონაცემებით კი, ინაშვილის პატრიოტთა ალიანსი 5%-იან ბარიერს ისევ ლახავს. ბოლო მონაცემებით, ამ პარტიას ზუსტად 5% აქვს. 

მცირედით გაიზარდა ენმ-ის მონაცემები და მას ბოლო შედეგების თანახმად, 27,14% აქვს. პირველ ადგილზე ისევ ქართული ოცნება რჩება 48,6%-ით. 

კვლავ ბარიერს მიღმაა თავისუფალი დემოკრატები მოყვება 4,61%-ით. ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებული დემოკრატები - 3,54%, ხოლო პაატა ბურჭულაძე - სახელწმიფო ხალხისთვის - 3,45%. ლეიბორისტული პარტია  - 3,13%.

ცესკომ ასევე გამოაქვეყნა მაჟორიტარული მონაცემები, რომლის თანახმად, პირველ ტურში გამარჯვება მხოლოდ 22-მა კანდიდატმა შეძლო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეორე ტური 51 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები