მსოფლიო
ამ დროის მონაცემებით პარლამენტში სამი პარტია შედის
2016-10-10 10:43:24
ცესკოს მონაცემებით, 3 699 უბანი დაითვალა, რაც საერთო რაოდენობის 99,92%-ია. დასათვლელი მხოლოდ 3 უბანიღა რჩება.
ახალი მონაცემებით კი, ინაშვილის პატრიოტთა ალიანსი 5%-იან ბარიერს ისევ ლახავს. ბოლო მონაცემებით, ამ პარტიას ზუსტად 5% აქვს.
მცირედით გაიზარდა ენმ-ის მონაცემები და მას ბოლო შედეგების თანახმად, 27,14% აქვს. პირველ ადგილზე ისევ ქართული ოცნება რჩება 48,6%-ით.
კვლავ ბარიერს მიღმაა თავისუფალი დემოკრატები მოყვება 4,61%-ით. ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებული დემოკრატები - 3,54%, ხოლო პაატა ბურჭულაძე - სახელწმიფო ხალხისთვის - 3,45%. ლეიბორისტული პარტია - 3,13%.
ცესკომ ასევე გამოაქვეყნა მაჟორიტარული მონაცემები, რომლის თანახმად, პირველ ტურში გამარჯვება მხოლოდ 22-მა კანდიდატმა შეძლო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეორე ტური 51 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.
კომენტარები