1 1 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"არჩევანში" საარჩევნო დებატებს "ქართულმა ოცნებამ" ბოიკოტი გამოუცხადა

დღეს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში 6 პოლიტიკური პარტიის ლიდერის მონაწილეობით მთავარი საარჩევნო დებატები უნდა გამართულიყო. ყველა პოლიტიკური ძალა ამ ფორმატის გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მზად იყო. ერთადერთი, ვინც დღეს არჩევნებამდე, ხალხის კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა, პარტია ქართული ოცნებაა.

ბიძინა ივანიშვილის გუნდმა საარჩევნო ფორმატში მონაწილეობის შესახებ წინასწარი შეთანხმება დაარღვია და დღეს გადაცემის შემოქმედებით ჯგუფს SMS-ით აცნობა, რომ დებატებში პარტია მონაწილეობას არ მიიღებს. 

ფორმატის თანახმად, რომლითაც დღეს პოლიტიკური დებატები უნდა გამართულიყო, სტუდიაში ექვსივე პარტიის ლიდერი 10 მთავარი თემის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხებდა და მათ ამისთვის თანაბარი დრო ექნებოდათ. 

რატომ გამოუცხადა საარჩევნო დებატებს ქართულმა ოცნებამ ბოიკოტი, მმართველ პარტიას განმარტება არ გაუკეთებია.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პოლიტიკური გადაცემების საპროდიუსერო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ყველა იმ პარტიას, ვინც თანამხა იყო მონაწილეობა მიეღო მთავარ საარჩევნო დებატებში,რუსთავი 2 ხვალ, 21:30 საათზე თანაბარ დროს ტოკშოუ არჩევანი 2016-ის ეთერში გამოუყოფს, რათა მათ ამომრჩევლებს არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, საკუთარი გზავნილები გააცნონ.  ​

კომენტარები

მსგავსი სიახლეები