კრიმინალი
ქრთამის აღებისთვის თბილისის მერიის კიდევ ერთი მაღალჩინოსანია დაკავებული
2016-07-27 14:22:06
ჩამოტვირთვა
სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, დავით მეყანწიშვილი დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, მეყანწიშვილმა უცხოელ ბიზნესმენს 50 ათასი ლარი დედაქალაქში მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის პროცედურების დაჩქარებისთვის მოსთხოვა. მერიის მაღალჩინოსანი ქრთამის აღების მომენტში დააკავეს. მას სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება
კომენტარები