კრიმინალი
ქუთაისში აფთიაქი დააყაჩაღეს - თვითმხილველის ინფორმაციით იყო გასროლაც
2015-12-17 10:48:25
ჩამოტვირთვა
ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე აფთიაქი დააყაჩაღეს. თვითმხილველთა ინფორმაციით მოხდა გასროლაც.
არსებული ინფორმაციით შეიარაღებულმა პირმა აფთიაქიდან 700 ლარის წაღება მოახერხა.კურიერის ჟურნალისტის ინფორმაციით თავდამსხმელს სახეზე სამედიცინო ნიღაბი ეკეთა.
ბუხაიძის ქუჩაზე PSP-ს აფთიაქში ამ დროისთვის პოლიციელები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ რომ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით რაც ძარცვას გულისხმობს. სამინისტროში თვითმხილველების ინფორმაციას, რომ ძარცვის დროს მოხდა გასროლა არ ადასტურებენ.
კომენტარები