კრიმინალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
2015-03-31 11:24:00
ჩამოტვირთვა
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების და უბნის ინსპექტორების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული მამუკა ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას 16 შეკვრად დაფასოებული 25,95 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 6,496 გრ ჰეროინს შეიცავს. მამუკა ბ-ს ნარკოტიკი ჯინსის შარვლებში ჩაკერებული სპეციალური სამალავებით უკანონოდ გადაჰქონდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262 -ე მუხლის 4-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.)
კომენტარები