მსოფლიო
სამეგრელოში ყაჩაღებმა სასტიკად სცემეს მოხუცი ქალბატონი და მამაკაცი
2014-10-06 12:25:42
ჩამოტვირთვა
გვიან ღამით ზუგდიდის რაიონის სოფელ ნაცატუში მცხოვრები გოგილავების ოჯახი დააყაჩაღეს. სასტიკად ნაცემია 80 წლის ქალბატონი.
დაზარალებულ ვალტერ გოგილავას განცხადებით, სახლში რამდენიმე უცნობი პირი შეიჭრა და ის და მისი ცოლი სასტიკად სცემა. ყაჩაღებმა 200 ლარი წაიღეს.
ოჯახის უფროსი ქალბატონი მძიმე მდგომარეობაში ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო”რესპუბლიკაში” გადაიყვანეს. ექმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია.
ყაჩაღურ ფაქტს, შს სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, მომხდარს ზუგდიდის პოლიცია იძიებს. საქმე კი 179-ე მუხლით არის აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ეჭვმიტანილები დაკავებულები არ არიან. როგორც "პრესა.ჯი"-ს შს სამინისტროში განუცხადეს, მათი სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს.
კომენტარები