მსოფლიო
უკრაინაში 2 593 ადამიანი დაიღუპა - შექმნილ ვითარებაზე მსოფლიომ უკვე იმსჯელა
2014-08-29 14:51:01
ჩამოტვირთვა
უკრაინის აღმოსავლეთში, 2014 აპრილის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, საბრძოლო მოქმედებების შედეგად 2 593 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა საკითხებში ივან შიმონოვიჩმა განაცხადა.
თუ მსხვერპლის ამ რაოდენობას მალაზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგის ჩამოგდების შედეგად დაღუპულთა რაოდენობაც დაემატება, ეს ციფრი 3 ათასამდე გაიზრდება. შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს საგანგებო სხდომებზე შეერთებული შტატებისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოებში.
კომენტარები