1 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოცნებიდან რეალობამდე, ანუ ის ლურჯი დღეები და ბავშვობის მზე...

ჩამოტვირთვა

«„სცადე…“ – ჩაიჩურჩულა ოცნებამ „რა? ისევ?“ – აღშფოთდა გამოცდილება. „ჰმ! ჩემს გამო“ – გაიღიმა მიზეზმა. „არა! ჩემს გამო!“ – შეეპასუხა სიამაყე. „თქვენ მე ვერ შემაჩერებთ!“ – გაიბრძოლა ოცნებამ. „გეგონოს“ – უპასუხა ცინიზმმა. „აი მეც მოვედი!“ – გამოჩნდა მოულოდნელად სითამამე, აიტაცა ხელში ოცნება და ელვის სისწრაფით აიჭრა ზეცაში… « ოცნება – გარღვევაა!.. ეს არის ენერგია რომლითაც ჩვენი სული იკვებება და რომლის გარეშეც შეუძლებელიაბედნიერების მოპოვება, ვინაიდან ის არის ერთგვარი ხიდი, საშუალება, სამყაროსთან კონტაქტის დასამყარებლად, რათა მივიღოთ მისგან ყველა ის სიკეთე, რისი მოცემაც მას შეუძლია… ერთი წუთით დაივიწყეთ რომ უკვე ზრდასრული ადამიანი ხართ და მოძებნეთ თქვენში ის ბავშვი, რომელსაც ოდესღაც ლამაზი ოცნება ჰქონდა. გაიხსენეთ, როგორ ჩაუთქვამდით სურვილებს ახალი წლის ღამეს და მერე ელოდებოდით თოვლის ბაბუა როდის აგისრულებდათ მათ. შეიძლება, თქვენ იყავით ბიჭუნა, რომელიც ოცნებობდა ფეხბურთელობაზე და ყოველ ღამე ესიზმრებოდა, თუ როგორი ოვაციებით ხვდებოდა მის გატანილ გოლებს მილიონობით გულშემატკივარი. ან შეიძლება გინდოდათ გამხდარიყავით ცნობილი რეჟისორი და მეზობლის ბავშვებთან ერთად ხშირად აწყობდით სხვადასხვა სახის თეატრალურ წარმოდგენებს. მაგრამ გავიდა წლები. ის პატარა ბავშვი უკვე დიდი ხანია გაიზარდა და იცის რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს. ოცნებებს კი თანდათანობით დააკლდა სითამამე, ჟინი და გაბედულება. ჩვენ უკვე ზრდადსრული ადამიანები გავხდით და გვეღიმება იმ გულუბრყვილო ბავშვურ ოცნებებზე, რომლებიც ჩვენი მაშინდელი, გამოუცდელი გონების ფანტაზიის ნაყოფი იყო. ახლა უკვე რეალისტებად ქცეულები დროს არ ვკარგავთ ასეთ „ზღაპრებზე“ და მთლიანად სამსახურზე , ოჯახზე და სხვა ყოფით საკითხებზე გადართულებს გვიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს, შევძელით რეალური ცხოვრებისთვის ფეხის აყოლა და მოვიპოვეთ სიმშვიდე… (?!) და რა ხდება სინამდვილეში? სინამდვილეში ეს ყველაფერი თავის მოტყუებაა, რადგან აუხდენელი ოცნება ეს არის ნელი, ხანგრძლივი მოქმედების შხამი, რომელიც შეუმჩნევლად, თანდათანობით გვიწამლავს ცხოვრებას. შედეგად, ჩვენ დღითიდღე ვკარგავთ ამ მოჩვენებით სიმშვიდეს, გვაღიზიანებს ყველა და ყველაფერი: ყოველდღე ადრე ადგომა და სამსახურში სიარული, კაპასი ცოლი თუ უვარგისი ქმარი, ინტრიგანი მეზობელი თუ უმადური შვილები და შეიძლება არ ვაღიაროთ, მაგრამ ვხვდებით, რომ ჩვენ ვუღალატეთ ჩვენს ოცნებას, ვუღალატეთ იმ ბავშვს, ვინც ამ ოცნებით ცხოვრობდა და რომ ჩვენმა შიშმა სინამდვილეში მიგვიყვანა იქამდე, რის გამოც თავის დროზე ოცნებაზე უარი ვთქვით – იმედგაცრუებამდე და მარცხამდე. და რა უნდა ვქნათ ახლა? უნდა ვირწმუნოთ ოცნების ძალის! ადამიანის ტვინის შესწავლისას მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მას გააჩნია მაგნიტური თვისებები. მისგან გარემომცველ სამყაროში ვრცელდება ელექტრომაგნიტური ტალღები, რომლებსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ ისინი იზიდავენ გარკვეულ მოვლენებს, ადამიანებს, საგნებს, რესურსებს. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი აზრების საჭირო მიმართულებით ფორმირების მეშვეობით, ავამუშავოთ ეს კანონები და სწორედ მათი გამოყენებით შევძლოთ ოცნებასთან მიახლოება. ასე რომ, ნუ გერიდებათ ოცნების. ნურასოდეს დანებდებით იმ რეალობას, რომელიც ოცნებით არ არის ნასაზრდოები! ნუ შეაქცევთ ზურგს საკუთარ ბავშვობას და ნუ უღალატებთ მაშინდელ ოცნებებს! უბრალოდ იოცნებეთ, შემდეგ აქციეთ ოცნება მიზნად და რაც მთავარია იმოქმედეთ! ფორტუნას უყვარს თამამი და გაბედული ადამიანები! მომზადებულია ხვიჩა მებონიას ჩანახატის მიხედვით

კომენტარები

მსგავსი სიახლეები