მსოფლიო
პროტესტის ნიშნად ქვაფენილში ჩაჭედებული სათესლე ჯირკვალი +18
2013-11-11 13:45:14
ჩამოტვირთვა
„მხატვრული პერფორმანსი“ - ასე უწოდა რუსმა მხატვარმა პიოტორ პავლენსკიმ თავისი პროტესტის ფორმას, რომელიც წითელ მოედანზე სახალხოდ გამართა და რომელიც ტრადიციული პოლიციის დღისადმი იყო მიძღვნილი. შიშველმა მხატვარმა თავისი სათესლე ჯირკვალი ქვაფენილში ლურსმნით ჩააჭედა და ამით, გამოხატა თანამედროვე რუსული საზოგადოების აპათია, პოლიტიკური ინდეფერენტულობა და ფატალიზმი. პავლენსკისგან ეს ნაბიჯი არავის გაკვირვებია, რადგან იგი ხშრად მიმართავს უცნაურ ხერხებს იმისათვის, რომ საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცეს. მხატვრის საავადმყოფოში გადაყვანა დროულად მოხერხდა, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის არ ყოფილა ადვილი ჩაჭედებული სათესლე ჯირკვლის ქვაფენილიდან გათავისუფლება.
კომენტარები