მსოფლიო
ფილიპინებზე ტაიფუნ „ჰაიანის“ შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა
2013-11-09 13:15:23
ჩამოტვირთვა
ფილიპინებს ტაიფუნმა შემოუტია. გარდაცვლილთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. სტიქიის შედეგად საპორტო ქალაქმა ტაკლობანამ მნიშვნელოვანი ზარალი ნახა. ქარის სიჩქარე საათში 35 კილომეტრს აღწევდა, ხოლო ტალღების სიმაღლემ 15 მეტრს მიაღწია. დატბორილია მთელი ქალაქი, დანგრეულია შენობები, დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება უკვე შესთავაზა შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა. ტაიფუნმა ამ დროისთვის ვიეტნამისკენ გადაინაცვლა, რის გამოც სანაპირო რაიონებიდან 100 ათასი ადამინის ევაკუაცია მოხდა.
კომენტარები