0 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კაჩინსკის საქმესთან დაკავშირებული მოწმე გარდაცვლილი იპოვეს

ჩამოტვირთვა

ლეჰ კაჩინსკის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის საქმესთან დაკავშირებული მოწმე გარდაცვლილი იპოვეს. ვარშავასთან ახლოს, საკუთარ სახლში ის ჩამომხრჩვალი ნახეს. ინფორმაციას პოლონური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. წინასწარი ვერსიით, 42 წლის ბორტინჟინერმა თავი მოიკლა. რემიგიუშ მუსი ბორტზე სმოლენსკში გამგზავრებამდე იმყოფებოდა და აცხადებდა, რომ მოისმინა თვითმფრინავის ეკიპაჟის და დისპეტჩერების საუბარი. მისი მტკიცებით, სწორედ დისპეტჩერებმა მისცეს მფრინავებს უფლება, დაშვებულიყვნენ 50 მეტრამდე და დალოდებოდნენ განკარგულებას, თვითმფრინავის დასმის შესახებ. სამართალდამცველების მიერ გამოძიებისას გაშიფრულ ტექსტში საუბარი იმაზე იყო, რომ დისპეტჩერებმა მფრინავებს 100 მეტრამდე დაშვების უფლება მისცეს. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები