0 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსი მილიარდერი ბიზნესს ტოვებს და მხოლოდ პოლიტიკით იქნება დაკავებული

ჩამოტვირთვა

მიხეილ პროხოროვი ბიზნესს ტოვებს და მხოლოდ პოლიტიკით იქნება დაკავებული. განცხადება ამის შესახებ რუსმა მილიარდელმა თავად გააკეთა. მისი თქმით, ძირითადი საქმიანობა ახლა პარტია "სამოქალაქო პლატფორმის" ლიდერობა იქნება. 13 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები პროხოროვმა სამართავად თავის პარტნიორებს - ჯგუფ "ონექსიმს" გადასცა. ბიზნესმენმა "სამოქალაქო პლატფორმის" წევრებს თავმჯდომარედ მისი არჩევა სთხოვა. მოგვიანებით მან ტელეკომპანია "რენ ტი-ვისაც" მისცა ინტერვიუ და აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს, შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები