ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვი...
ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლის შემდეგ, მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე წყვეტს თანამშრომლობას მარჯანიშვილის თეატრთან, ამის შესახებ იგი წერს თავის ფე...
|
„სულის პური“ ასე მოიხსენიებს საკუთარ ჰობის რუსუდან კაციტაძე. ბუმბულებისგან ნახატების შექმნა მან 15 წლის წინ დაიწყო და ამ დროის განმავლობაში 100მდე ნამუშევარი მოამზადა, ყველა ნახატს საკუთარი სახელი, აზრი და ისტორია აქვს. პროფესიით ფიზიკოსი და სულით ხელოვანი ქალბატონისთვის ბუმბულებით ხატვა არავის უსწავლებია, ეს მშვენიერი ნახატები მან საკუთარი ფანტაზიისა და ღვთის მიერ ბოძებული ნიჭის დახმარებით შექმნა. თითოეული ნამუშევარი იმდენად უყვარს რომ გასაყიდად ან გასაჩუქებლად ძნელად იმეტებს, აიტივისთან საუბრისას ისიც კი გაამხილა, რომ თავის ნახატებს ხშირად ცოცხალი ადამიანებივით ესაუბრება, საკუთარ ტკივილს უზიარებს და დარწმუნებულია, რომ ისინი უსმენენ. ბუმბულებით ხატვის განწყობა ყოველთვის აქვს, მაგრამ ეს მხოლოდ ჰობია და არა შემოსავლის წყარო, ამიტომ ხატვისთვის ბევრი დრო არ რჩება. სურათებში საკუთარ ტკივილსა და სიხარულს აქსოვს, ნახატებით ცდილობს მუსიკისა და პოეზიისგან მიღებული შთაბეჭდილებების გამოხატვასაც. პირველი ნახატი დედასთან ერთად შექმნა, სწორედ დედა იყო მისი პირველი შემფასებელიც, თუმცა მოგვიანებით ეს ფუნქცია შვილებმა და მეუღლემ შეითავსეს, რუსუდან კაციტაძის ოჯახში მის ნახატებს დიდი ადგილი უკავია. ხატავს ყოველთვის როცა თავისუფალი დრო აქვს, თუმცა იყო მის ცხოვრებაში პერიოდი როცა ხატვა შეწყვიტა. წარსულის მტკივნეულ მონაკვეთს ქალბატონი რუსუდანი ცრემლიანი თვალებით იხსენებს, უფროსი დის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ის ძლიერ დეპრესიაში ჩააგდო, რამდენიმე თვით საკუთარი ჰობიც კი დაივიწყა, თუმცა მოგვიანებით გარდაცვლილი დის სიყვარულით ხატვა ისევ დაიწყო, მისი პორტრეტი შექმნა და გადაწყვიტა, რომ პირველი გამოფენა საკუთარი დის ხსოვნას მიუძღვნას. რუსუდან კაციტაძის პირველი პერსონალური გამოფენის თარიღი თავად მხატვრისთვისაც კი უცნობია, თუმცა მისი მშვენიერი ნამუშევრების დათვალიერების მსურველებს ბუმბულისაგან შექმნილი ნახატების ხილვა ფესტივალ არტ-გენის გამოფენა-გაყიდვაზე შეეძლებათ, რომელშიც ქალბატონი რუსუდანი უკვე მეშვიდე წელია რაც მონაწილეობს.
ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლის შემდეგ, მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე წყვეტს თანამშრომლობას მარჯანიშვილის თეატრთან, ამის შესახებ იგი წერს თავის ფე...
ხატვა გრძნობების, აღქმულისა და აღსაქმელის, გარესამყაროს საკუთარი ფანტაზიით გადმოცემის საშუალებაა, ნიჭია, რომელიც ყველას არ აქვს. მხატვარ დავით მურაჩაშვილის შემოქმედების ხილვისას ერთი აზრი გებადება...
პიანისტი, გიორგი გიგაშვილი, რომელიც რუბინშტეინის კონკურსის ფინალში გავიდა, სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას ჟიურის საბოლოო შედეგებს უზიარებს და წერს, რომ მეორე ადგილზე გავიდა. გიორგი გიგაშვილი ...
თამარ მაყაშვილის სკადანლი - ბათუმის დრამატულმა თეატრმა მსახიობი რეპერტუარიდან მოხსნა. ამის შესახებ თეატრის განცხადებაშია ნათქვამი:„ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატუ...
ცნობილია, რომ რუსეთ - უკრაინის ომს მომღერალი დღემდე აპროტესტებს. მიუხედავად იმისა, რომ ის მომღერლად და წარმატებულ ხელოვანად რუსეთში ჩამოყალიბა და რუსი ხალხისგან სიყვარულითაა დავალებული, რუსულ პოლიტიკ...
დიდი ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე ასი წლის წინ, 1921 წლის 10 ივლისს, ქუთაისის სოფელ ბაღდათში დაიბადა. მისი დაბადებიდან 100 წლისთავს კი ბარიტონი დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში " დავით ღვინიანიძის ხ...
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. პირველ წრეში ბექაური პოლონელ კუჩერას შეხვდა და მოწინ...
„კახის წარდგენაზე ძალით ვერავის მიიყვანდი, იქ მთელი თბილისის ელიტა იყო. თბილისის ელიტას ვეძახი იმ ადამიანებს, რომელიც თბილისის მოსახლეობას უყვარს. რასაკვირველია, ყველას ყველა არ ეყვარება....
71 წლის ასაკში მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობის ოჯახის წევრები ავრცელებენ. მარინა ჯანაშიამ 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. რუსთა...
პოეტი ზურაბ რთველიაშვილი დღეს გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას პენცენტრი აქვეყნებს. „პოეტი და პერფორმერი, საქართველოს პენცენტრის წევრი, დადა-მეფე ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა. საქართველოს...
სოციალურ ქსელში, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, სულ უფრო მეტად იმატებს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ და ლუკმა-პურის მისაღებად დახმარებას ხან ქუჩაში, ხანაც ფეისბუქზე თ...
მსახიობი მერაბ ნინიძე ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების (BIFA) ნომინანტებს შორისაა. ქართველი მსახიობი ფილმ „კურიერში“, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის, საუკეთესო შესრულებისთ...
მას იცნობენ მთელს მსოფლიოში, მის გადაცემას ჰყავს უზარმაზარი აუდიტორია, არის წარმატებული და მდიდარი ქალბატონი. გთავაზობთ წარმატების ფორმულებს ოპრა უინფრისგან. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელ...
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი ხვალ, 27 ივლისს გაიმართება. პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. აღნიშნულ სხდომაზე და...
რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის მეუღლე სვეტლანა შერბატიუკი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. სვეტლანას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა. აღნიშნულ ინფო...
დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აქტიურად ახორციელებენ მონიტორინგს, ბიზნესოპერატორებს აცნობენ ახალი კო...
ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბრიტანული გამოცემის The Guardian 2020 წლის საუკეთესო ფილმების სიაში მოხვდა. „ცეკვის სცენები ძალიან დამაკმაყოფილებელია - მათი ყურე...
იდეის ავტორი: სოფო ბედია მუსიკა: კაკი ბოლქვაძე ტექსტი: ნანა ცინცაძე
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ვარსკვლავს ლევან გელბახიანს ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადაეცა....
ლონდონში გამართულ BAFTA-ს დაჯილდოების 73-ე ცერემონიაზე საუკეთესო რეჟისორად სემ მენდესი, საუკეთესო ფილმად კი მისი გადაღებული „1917“ აღიარეს. ფილმმა საბოლოო ჯამში 7 ნომინაციაში მოიპოვა გამარჯ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები