მსოფლიო
იუმორნარევი “სიმართლე” სიყვარულზე
2012-05-08 19:21:24
ჩამოტვირთვა
• სიყვარული - ეს ტკბილი ძილია, ქორწინება კი - მაღვიძარა!
• სიყვარული - ეს არის წარმოსახვის გამარჯვება ინტელექტზე.
• სიყვარული - ეს არის ავადმყოფობა, რომელიც მალე გაგივლით, თუ წოლით რეჟიმს დაიცავთ.
• სიყვარული ? სიყვარული გაივლის, აი ცოლები კი დარჩებიანო!
• სიყვარული ადამიანს მხოლოდ ცალ ფრთას აძლევს, ასაფრენად კი პარტნიორია საჭირო!
• სიყვარული - ეს სისუსტეა, რომელიც ადამიანს უფრო ძლიერს ხდის.
• სიყვარული - ეს ცრურწმენაა, თითქოს ერთი ქალი რაიმეთი გამოირჩევა სხვებისაგან.
• სიყვარული ამინდის პროგნოზივითაა - მასში ვერასოდეს იქნები დარწმუნებული!
• სიყვარული ისაა, როცა ერთ არასრულყოფილებას მეორე არასრულყოფილება იდეალური ჰგონია!
• სიყვარული ნარკოტიკივითაა, როცა გაქვს - "კაიფია", როცა არა გაქვს - "ლომკა"!
• სიყვარული ნამდვილად ნარკოტიკი რომ იყოს, ყველა ქორწინება სიკვდილამდე გასტანდა.
• სიყვარული ნამდვილად არსებობს, მაგრამ ამურის ისრები მამაკაცებს გულში კი არა, სხვაგან ხვდებათ!
• პრეზერვატივი ჩინელებმა მოიგონეს, რომ აღარ გამრავლებულიყვნენ, ქართველებმა კი მოიგონეს სიყვარული - ფული რომ აღარ დახარჯვოდათ.
• ვირტუალური სიყვარული: "მათ ერთმანეთის "უსმაილოდაც" კი ესმოდათ!"
• ამბობენ, რომ ტყუილი კლავს სიყვარულსო, მაგრამ გულახდილობა კიდევ უფრო სწრაფად კლავს.
• თეორია პრაქტიკის გარეშე იგივეა, რაც სიყვარული სექსის გარეშე, ორივე ტვინის ბურღვაა!
• მეგობრობა ვერ იტანს ორგულობას, სიყვარული კი უფრო ამტანია!
• ხელოვნების ნებისმიერ დარგში სიყვარული კი არაა მთავარი, არამედ - სექსია მეტად მნიშვნელოვანი!
• გიყვარდეთ დიდი და ნამდვილი სიყვარულით ფული: ეს სიყვარული ყველა სხვა სახის სიყვარულის ხარჯებს აგინაზღაურებთ!
• თუ გაუზიარებელი სიყვარული ბედნიერებას არ მოგიტანთ, მაშინ ფული მაინც მოიტანოს!
• სიყვარული ისაა, როცა თქვენ ვარდისფერი სათვალიდან გიყურებენ, სიძულვილი კი ის არის, როცა თქვენ გამადიდებელი შუშებით გათვალიერებენ.
• ნამდვილი სიყვარული ერთხელ გვხვდება ცხოვრებაში, მაგრამ, ბედის ირონიით, საკუთარ ცხოვრებაში - არა.
Perla.ge
კომენტარები