მსოფლიო
თურქეთში 5 ბალიანი მიწისძვრა მოხდა
2012-05-04 10:00:27
ჩამოტვირთვა
თურქეთში 5.1. მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მსხვერლისა და დაზიანებების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
როგორც ბოსფორის უნივერსიტეტის ობსერვატორიის სეისმოლოგები აცხადებენ, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 18:20 საათზე, კიუტახიას პროვინციაში დაფიქსირდა. რყევები იგრძნობოდა თურქეთის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებში.
ამ დღეებში ეს უკვე მეორე 5-ბალიანი მისიძვრაა თურქეთში. მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა 1-ელ მაისს, იზმირის პროვინციაში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მოხდა. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, მიწისძვრამ ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.
კომენტარები