1 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ანატოლი სერდიუკოვი - აშშ-სთან მოლაპარაკებები ჩიხშია შესული

ჩამოტვირთვა

ანტისარაკეტო სისტემის ევროპაში განთავსების საკითხზე აშშ-სთან მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა, მოსკოვში, ანტისარაკეტო თავდაცვის თემაზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა."ვაშინგტონთან მოლაპარაკება ლამის ჩიხშია შესული", - აღნიშნა მინისტრმა. მისივე განცხადებით, მხარეებმა ვერ მოახერხეს ორივესთვის მისაღები გამოსავალის მოძებნა. სერდიუკოვმა ისიც აღნიშნა, რომ ანტისარაკეტო სისტემების ევროპაში განთავსება რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება. აშშ-ის აზრით კი, ის ევროპელ პარტნიორებს პოტენციური სარაკეტო იერიშისგან დაიცავს. ნატო და რუსეთი ამ სფეროში თანამშრომლობაზე 2010 წელს შეთანხმდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები