მსოფლიო
მაკკეინი ჰილარი კლინტონს ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
2012-04-27 15:13:10
ჩამოტვირთვა
ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მაკკეინმა ჰილარი კლინტონს მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც წერს, რომ ჩიკაგოს სამიტი კარგი საშუალებაა საქართველოს მხარდაჭერისთვის, - იუწყებიან მედიასაშუალებები.
„მოგიწოდებთ, გააგრძელოთ დიპლომატიური ძალისხმევა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ სამიტზე აღნიშნული იქნება საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ნატოსკენ მიმავალ გზაზე, რაც თბილისის წევრობისთვის კარგი საშუალება იქნება“ –
სენატორი ასევე საუბრობს საქართველოს მონაწილეობაზე ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში და ქვეყნის დემოკრატიისკენ სწრაფვაზე ამახვილებს ყურადღებას.
სენატორმა მოუწოდა სახელმწიფო მდივანს, გამოიყენონ ჩიკაგოს სამიტი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დააფიქსირონ მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზი გასუვან, რომ აშშ -ს წამყვანი როლი აკისრია საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის გზაზე.
შეგახსენებთ, ნატო-ს სამიტი ჩიკაგოში 20-21 მაისს გაიმართება
კომენტარები