მსოფლიო
ალექსანდრე ანქვაბს არ სურს, მსოფლიოს თბილისის შუამავლობით დაუკავშირდეს
2012-04-26 11:18:49
ჩამოტვირთვა
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი, ალექსანდრე ანქვაბი აცხადებს, რომ აფხაზურ მხარეს არ სურს თბილისის გავლით დაუკავშირდნენ მსოფლიოს .
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ანქვაბმა სოხუმში საქართველოში გერმანიის ელჩის, ორთვინ ჰენინგის ვიზიტისას განაცხადა.
დე-ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რომ 2005 წლიდან მოყოლებული, საქართველოში აკრედიტებულ არაერთ დიპლომატთან შეხვედრამ დაარწმუნა, რომ მათი პოზიცია აფხაზეთთან მიმართებაში არ შეცვლილა.
დე-ფაქტო პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთი არ იმყოფება იზოლაციაში, პირიქით, ის ვითარდება და ამისთვის რუსეთის მადლიერია.
კომენტარები