მსოფლიო
რუსეთში ჯარიმების რაოდენობა 20-ჯერ იზრდება
2012-04-17 11:52:05
ჩამოტვირთვა
რუსეთი საპროტესტო აქციებზე სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ამკაცრებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, კანონპროექტის ავტორია "ედინნაია რასია". დოკუმენტის მიხედვით, მიტინგებზე დაფიქსირებული კანონდარღვევისთვის ჯარიმების ოდენობა 20-ჯერ გაიზარდება.
კანონპროექტი ადმინისტრაციული სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, როგორც დემონტრაციების ორგანიზატორების, ისე მისი მონაწილეების მიმართ. ჯარიმის ოდენობა 5-დან 100 000 რუბლამდე იქნება.
კანონპროექტი სახელმწიფო სათათბირომ გუშინ განიხილა. დეპუტატებს პროექტი დოკუმენტის ავტორმა, ალექსანდრე სიდიაკინმა წარუდგინა.
კომენტარები