1 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„გარდამოხსნის“ რიტუალი და „ღვთისმშობლის დატირებაზე“ ატირებული მართლმადიდებელი მრევლი

ჩამოტვირთვა

მრევლით სავსე სამების ტაძარი, ტაძრის შუაგულში ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი და საგალობელ „ ღვთისმშობლის დატირებაზე“ ატირებული მართლმადიდებელი მრევლი. დღეს წითელი პარასკევია და მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას აღნიშნავს. საკურთხევლიდან გარდამოხსნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გამოაბრძანა. „გარდამოხსნა“ ტაძარში სამჯერ შემოატარეს და სამების შუაგულში განკუთვნილ სადგამზე დააბრძანეს. შესრულდა სამეუფო ჟამნი, შეასრულეს საგალობლები, წაიკითხეს ლოცვები და ადგილი წმიდა სახარებიდან, სადაც პილატე პონტოელის მიერ უფლის ჯვარზე გაკვრასა და ვნებაზე, მის საფლავად დადებაზეა საუბარი. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში იქნება დაბრძანებული, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში. დიდი პარასკევი კი მთელი წლის განმავლობაში მარხვის ყველაზე მძიმე დღეა, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები