1 4 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პოპის დედოფალი მეორედ თხოვდება

ჩამოტვირთვა

მადონა თავის ახალგაზრდა საყვარელთან, ბრაჰიმ ზაიბატთან, ჯვრისწერას აპირებს. მომღერლის მოსალოდნელ გათხოვებაზე წყვილთან დაახლოებული პირები ალაპარაკდნენ. "ვიცი, რომ სრულყოფილი სიყვარულის ბევრს არ სჯერა, მაგრამ მე სხვაგვარად ვფიქრობ. ძალიან რომანტიკული ადამიანი ვარ და მიმაჩნია, რომ თუ ადამიანს კომპრომისზე წასვლის უნარი აქვს, ბედნიერი ოჯახი ექნება" – ამბობს მომღერალი. ვარსკვლავს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ბრაჰიმ ზაიბატთან თავს გაცილებით ახალგაზრდად გრძნობს. 24 წლის ბრაჰიმმა და 52 წლის მადონამ ერთმანეთი სექტემბერში, ნიუ-იორკში, გაიცნეს. მიუხედავად იმისა, რომ წყვილის ურთიერთობაში ბევრი ბარიერია, ისინი თანაცხოვრებას, როგორც ჩანს, მაინც არ უშინდებიან. ბრაჰიმი ინგლისურად ცუდად ლაპარაკობს, მადონამ კი ფრანგული საეთოდ არ იცის. ბიჭი მუსულმანია, მადონა კი იუდაიზმის მიმდევარი. აღმოჩნდა, რომ არც ბრაჰიმს და არც დედამისს მადონას სიმღერები არ მოსწონთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები